ვლადიმერ ბორცვაძე - მას შემდგომ, რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა
ვლადიმერ ბორცვაძე - მას შემდგომ, რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ მას შემდგომ, რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა. მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ერთი წლის წინ კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა.

„მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ. ამავდროულად, ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ რვა ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ,  ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.