ვლადიმერ ბოისა - ვამაყობ, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით მითამაშია და წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში
ვლადიმერ ბოისა - ვამაყობ, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით მითამაშია და წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში

თორნიკე შენგელიას საკალათბურთო კლუბ ცკს-ში გადასვლას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ამჟამად კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა გამოეხმაურა. ბოისამ განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ქართველ კალათბურთელს წარმატებები უსურვა:

„ნებისმიერი სპორტსმენის დიდი შრომა მიმართულია ერთი მიზნისკენ – მოიგოს უმაღლესი ტიტულები.
თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ეროვნული ნაკრები და საქართველო. ევროპაში თამაშობდა თუ NBA-ში, იგი ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოდიოდა სანაკრებო მატჩებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ცსკა-სთან კონტრაქტს რომ აფორმებდა, საქართველოს ნაკრებზე ფიქრობდა, რადგან სწორედ ამ გუნდიდან ექნება ევროლიგის სეზონის მსვლელობისას ნაკრებში ჩამოსვლის შესაძლებლობა.
მივესალმები თოკოს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდში გადასვლას, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიდერად მიდის.
ვამაყობ, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით მითამაშია და წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში“, – წერს ვლადიმერ ბოისა.