ვხედავ ბევრს, ვინც ჩოგბურთს ყველაფერს არ აძლევს - დომინიკ ტიმმა დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელთა დახმარებაზე უარი თქვა
ვხედავ ბევრს, ვინც ჩოგბურთს ყველაფერს არ აძლევს - დომინიკ ტიმმა დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელთა დახმარებაზე უარი თქვა

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი უარს ამბობს ფულის გამოყოფაზე იმ ფონდისთვის, რომელიც უნდა დაეხმაროს დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელებს, ანუ მათ, ვინც ფულის გამომუშავების საშუალება ​კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგეს.

„დაბალი რეიტინგის მქონე არც ერთი ჩოგბურთელს არ უდგას გადარჩენის საკითხი. მთელი წლის განმავლობაში ვხედავ ბევრ მოთამაშეს, ვინც ყველაფერს არ აძლევს ჩოგბურთს. ბევრს პროფესიონალს ვერ უწოდებ. არ მესმის, რატომ უნდა მივცე მათ ფული. მირჩევნია დავეხმარო ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს მართლა სჭირდება.

მსოფლიოში არც ერთი პროფესია არ იძლევა კარიერი დასაწყისში დიდი წარმატების გარანტის. არც ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს არაფერი ჰქონია გარანტირებული და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი რეიტინგისთვის“, – განაცხადა ტიმმა.

დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებისადმი დახმარების ინიციატივით ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სტეფანოს ციციპასი გამოვიდნენ.