ვიწყებთ კვიპროსთან მატჩით - საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს უმასპინძლებს #1TVSPORT
ვიწყებთ კვიპროსთან მატჩით - საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს კვიპროსს დაუპირისპირდება, 18 ნოემბერს – მოლდოვას, ხოლო 21-ში – ესპანეთის ნაკრებს. ვასილ მაისურაძის გუნდი მატჩებს „მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე გამართა, სადაც ტურნირისთვის 10 ნოემბრიდან ემზადება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), რეზი კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: თენგიზ გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამივე – დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი გოგსაძე (ორივე – საბურთალო), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), აკაკი გიუნაშვილი (ფროზინონე, იტალია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე, ავთანდილ მაშავა (სამივე – დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი).

თავდამსხმელები: ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი).

საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების განრიგი:

15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი | მესხი 2 | 15:00

15 ნოემბერი | ესპანეთი V მოლდოვა | მესხი 1 | 17:00

18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა | მესხი 2 | 15:00

18 ნოემბერი | ესპანეთი V კვიპროსი | მესხი 1 | 17:00

21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი | მესხი 2 | 15:00

21 ნოემბერი | მოლდოვა V კვიპროსი | მესხი 1 | 15:00