ვიტოცის აზრით, ვირერმა ზედიზედ მეორედ მსოფლიო თასის მოგება დაიმსახურა
ვიტოცის აზრით, ვირერმა ზედიზედ მეორედ მსოფლიო თასის მოგება დაიმსახურა

იტალიელმა ბიატლონისტმა ლიზა ვიტოციმ მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა:

„2019/2020 წლების სეზონის მსოფლიო თასი მეათე ადგილზე დავასრულე, რითიც, რასაკვირველია უკმაყოფილო ვარ. აქვე მინდა, ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს ნაკრებში დოროტეა ვირერს მივულოცო მსოფლიო თასის ზედიზედ მეორედ მოგება, მან ეს დაიმსახურა.

იმედია, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული დაწყნარდება და სპორტსმენებს საშუალება გვექნება, მომავალი სეზონისთვის სრულყოფილად მოვემზადოთ.

ჩემი მიზანი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში კარგად გამოსვლაა. შორეულ გეგმებს და ოცნებებს რაც შეეხება, პეკინი 2022-ის ოლიმპიური ოქრო ჩემთვის კარიერაში სანატრელი მიღწევა იქნება“.