ვიტინია „ბაიერნთან“ მატჩში, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმაროს #1TVSPORT
ვიტინია „ბაიერნთან“ მატჩში, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმაროს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ვიტინიამ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ნახევარფინალური მატჩი გამოტოვოს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ლიონთან“ შეხვედრაში ქუსლი დაიზიანა. ფრანგული კლუბის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება, ხოლო კვირის ბოლოს დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ.

ვიტინია ვერ დაეხმარება პსჟ-ს ლიგა 1-ის უახლოეს მატჩებში „ნანტთან“ და „ანჟერთან“. „ბაიერნთან“ თამაშის საკითხი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

მიმდინარე სეზონში ვიტინიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.