ვიტცელმა „ატლეტიკოში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

15:17, 26.06.2022

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი აქსელ ვიტცელი დატოვებს „დორტმუნდს“ და კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 33 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა მადრიდის „ატლეტიკოში“ – კონტრაქტი ერთწლიანი იქნება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ვიტცელს დააკმაყოფილა ესპანური კლუბის წინადადება.

ვიტცელი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „მარსელთან“, მაგრამ „ატლეტიკოზე“ გააკეთა არჩევანი.

მსგავსი