ვიტალი კლიჩკო - რუსი სპორტსმენები შეშინებულები არიან, რუსეთში 1937 წელიც კი არ არის, უფრო უარესია #1TVSPORT
ვიტალი კლიჩკო - რუსი სპორტსმენები შეშინებულები არიან, რუსეთში 1937 წელიც კი არ არის, უფრო უარესია #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინისა და რუსეთის ომის მიმდინარეობისას რუს სპორტსმენებთან კონტაქტის შესახებ ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ადამიანებს რუსეთში სიმართლის თქმის ეშინიათ.

„მქონდა კავშირი რუს სპორტსმენებთან – არ დავასახელებ მათ გვარებს. შევეცადე ამეხსნა მათთვის შექმნილი სიტუაცია, მაგრამ ისინი შეშინებულნი არიან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სადამდე მიიყვანეს ხალხი? მათ ეშინიათ საკუთარი გრძნობებისა და აზრების გამჟღავნება. იქ 1937 წელიც კი არაა. უფრო უარესი, ვიდრე 1937 წელი იყო.

ხალხს ეშინია რამის თქმა. და ეს ადამიანები არიან სპორტსმენები, მებრძოლები, რომლებსაც სპორტში დიდი ტიტულები მოუპოვებიათ. ისინი არასოდეს ყოფილან მხდალები, მაგრამ ამ მიმართულებით შეშინებულები არიან“, – განაცხადა კლიჩკომ.