ვიტალი კლიჩკო ავსტრიაში საავადმყოფოში მოხვდა

14:55, 29.01.2019

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო, რომელიც ამჟამად ქალაქ კიევის მერი გახლავთ, ავსტრიაში კლინიკაში მოხვდა.
ლეგენდარული მოკრივე უკვე სამი დღეა საავადმყოფოში იმყოფება, – წერს LB.ua.

„ვიტალი კლიჩკო სამედიცინო გამოკვლევასა და რეაბილიტაციას გადის ავსტრიაში. მას ზურგის ძველი ტრავმა აწუხებს. დეტალები ცნობილი არ არის. ქირურგიული ჩარევა საჭირო არ ყოფილა“, – განაცხადა უფროსი კლიჩკოს პრესმდივანმა.

აღვნიშნავთ, რომ ბოლოს ვიტალი კლიჩკო საზოგადოების წინაშე დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოჩნდა, რომელიც 22-25 იანვარს გაიმართა.

მსგავსი