„ვიტ ჯორჯიაში“ ფეხბურთელი რუსეთიდან დაიმატეს
„ვიტ ჯორჯიაში“ ფეხბურთელი რუსეთიდან დაიმატეს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მოასპარეზე „ვიტ ჯორჯიაში“ ახალწვეული ჰყავთ – „ვეტერინარებთან“ კონტრაქტი რეზო ღავთაძემ გააფორმა.

ეს საინტერესო ნახევარმცველი 1995 წლის 11 ივლისს საქართველოში, კერძოდ ზესტაფონში დაიბადა, მაგრამ მშობლებთან ერთად რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ პოლევსკოიში დასახლდა და იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში. ბოლო 5 წელი რუსეთში, ეკატერინბურგის „ურალის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.

2015/2016 წლების სეზონში ღავთაძე „ურალის“ ძირითადი გუნდის განაცხადშიც მოხვდა და სადებიუტო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგაში, გროზნოს „ახმატის“ წინააღმდეგ ჩაატარა.