„ვიტ ჯორჯიას“ სეზონის მოთამაშედ პაატა ღუდუშაური აღიარეს
„ვიტ ჯორჯიას“ სეზონის მოთამაშედ პაატა ღუდუშაური აღიარეს

სამწლიანი პაუზის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გუნდმა, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, პოზიცია დაიბრუნა და პლეი-ოფში „სამტრედიას“ დამაჯერებელი მოგებით (2:2, 4:0) „ეროვნულ ლიგაში“ თამაშის უფლება მოიპოვა.

„ვიტ ჯორჯიელებმა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება იზეიმეს და წლის გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს. ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები ლაშა ფირცხალაიშვილმა (მთავარი მწვრთნელი) და ირაკლი ხვედელიანმა (მენეჯერი) გადსცეს.

1. მშრალი სერია – ჯონი შეროზია
2. საუკეთესო მცველი – რევაზ ჩიტიშვილი
3. საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლოზ მაისურაძე
4. ყველაზე მეტი მატჩი – ნოდარ კიკნაველიძე
5. სეზონის აღმოჩენა – ზურაბ მუსელიანი
6. სეზონის ბომბარდირი – პაატა ღუდუშაური
7. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – ზურაბ ღირდალაძე
8. სეზონის საუკეთესო მოთამაშე – პაატა ღუდუშაური.

საინტერესოა, რომ წლის მოთამაშედ 21 წლის პაატა ღუდუშაური აღიარეს, რომელმაც მთელი სეზონი და პლეი-ოფის თამაშები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს.