„ვიტ ჯორჯიამ“ პლეიოფის პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
„ვიტ ჯორჯიამ“ პლეიოფის პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის პლეიოფის პირველი მატჩი გაიმართა. გლდანის საფეხბურთო ცენტრში „თბილისი სითიმ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა.

„ვიტ ჯორჯია“ ორჯერ დაწინაურდა და მასპინძლებმა წონასწორობა ორჯერ აღადგინეს – სტუმრები ირაკლი ზარიძემ (11) და ზვიად ნაჭყებიამ (68) დააწინაურა, მაგრამ „თბილისი სითის“ 38 წლის თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა (26, 72) დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, „ვიტ ჯორჯიამ“ მოახერხა და კიდევ ერთხელ დაწინაურდა – „თბილისი სითის“ 73-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გაუტანა, სტუმრებმა 3:2 მოიგეს და განმეორებით შეხვედრამდე უპირატესობა მოიპოვეს. პლეიოფის მეორე მატჩი 11 დეკემბერს გაიმართება და გუნდები ერთმანეთს კვლავ გლდანის საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდებიან.

მეორე პლეიოფის მეორე წყვილის მატჩი ამ წუთებში ფოთში მიმდინარეობს – „რუსთავი“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ცენტრში ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მასპინძლობს.