„ვიტ ჯორჯიამ“ ამხანაგური მოგებით დაასრულა
„ვიტ ჯორჯიამ“ ამხანაგური მოგებით დაასრულა

„ეროვნულ ლიგაში“ დაბრუნებულმა „ვიტ ჯორჯიამ“ მორიგი საკონტროლო მატჩი „გაგრასთან“ გამართა და გაიმარჯვა.

„მცხეთა პარკზე“ ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გუნდის ლიდერმა პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.

ვიტ ჯორჯია 1:0 გაგრა
გოლი: ღუდუშაური (პენ. 20’)

ვიტ ჯორჯია – შეროზია (ისერგიშვილი 46′), ღუდუშაური (ზარიძე 46′), კაკაშვილი (სეხნიაშვილი 46′), ჩაკვეტაძე (ნაჭყებია 69′), ჩიტიშვილი (ქისიევი 69′), მოსიაშვილი (მაისურაძე 46′), ღირდალაძე, ვაზაგაშვილი (ვასაძე 46′), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 46′), მუსელიანი (კურდღელაშვილი 46′), საჯაია (გაფრინდაშვილი 46′)

გაგრა – ქურდაძე, ტყეშელაშვილი, გაგნიძე, ხოსიტაშვილი, ნემსაძე, ნიკოლაიშვილი, ბარაბაძე, ქორიძე, შალამბერიძე, ბრეგვაძე, მეტრეველი

შეცვლაზე შემოვიდნენ: კერესელიძე, ცერცვაძე, კასრელიშვილი, ემანუელი, ნემსაძე, ალიფერენკო, პაპუაშვილი, ჩოთალიშვილი, ქიმერიძე, ბარამიძე, დარციმელია