„ეროვნულ ლიგის“ პირველ ტურში „ვიტ ჯორჯიამ“ გორის „დილას“ ესტუმრა და სეზონის პირველი სენსაციის ავტორი გახდა.
„ვიტ ჯორჯია“ მთავარ ქართულ ლიგაში წელს დაბრუნდა და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ესტუმრა გასული სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ესტუმრა – გამომდინარე აქედან, ფავორიტად „დილა“ ითვლებოდა.
მაგრამ ლაშა ფირცხალაშვილის გაწვრთნილებმა პროგნოზები თავდაყირა დააყენეს. თბილისელებმა მეტოქეს გატანის შანსი არ მისცეს, 75-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანის ულამაზესი გოლით „ვიტ ჯორჯია“ დაწინაურდა. საბოლოოდ, სტუმრებმა მოგება შეინარჩუნეს და ლიგაში დაბრუნება სამი ქულით აღნიშნეს – 0:1.
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ მეორე ტური სამშაბათს, 5 მარტს დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.
სამშაბათი, 5 მარტი
ლოკომოტივი – საბურთალო
მიხეილ მესხი 2 – თბილისი. 19:00
დინამო ბთ – ტორპედო
დინამოს ბაზა – ბათუმი. 21:00
ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019
სიონი – დინამო თბ
თამაზ სტეფანია – ბოლნისი. 16:00
რუსთავი – ვიტ ჯორჯია
სფფ-ს ტექნიკური ცენტრი – რუსთავი. 18:00
ჩიხურა – დილა
მიხეილ მესხი – თბილისი. 20:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე ტურის ორი შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ – სამშაბათს, 5 მარტს თბილისური დერბი რეპორტაჟი (19:00, მეორე არხი) დაიგეგმა, ხოლო ოთხშაბათს, 6 მარტს, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის არენიდან „სიონისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.