"ვიტ ჯორჯია" ისევ ლიდერია, “გაგრა“ სამეულში დაბრუნდა
"ვიტ ჯორჯია" ისევ ლიდერია, “გაგრა“ სამეულში დაბრუნდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში, მე-7 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში, საქართველოს ნაკრების ტექნიკური ცენტრი “ბასაზე”, ”შევარდენმა“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და პირველივე ტაიმშ 0:3-ა აგებდა. 34-ე წუთზე ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა, 37-ე წუთზე ირაკლი კამლაძემ ემტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო მე-40-ეზე შოთა დავლაშელიძემ სტუმართა უპირატესობა სოლიდური გახადა 0:3.

შესვენებაზე, მეტოქეთა მოთამაშეები, გიორგი ნადირაძე და პაატა ღუდუშაური წაკინკლავდნენ და მთავარმა არბიტრმა ორივეს წითელი ბარათი აუფრიალა. მეორე ტაიმი გოლი მხოლოდ „შევარდენმა“ გაიტანა: მე-80 წუთზე პენალტით სვხაობა დავით ოდიკაძძემ შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:3 „ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ.

მანამდე ორი მატჩი შედგა: განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული ქუთაისში გამართული შეხვედრა გამოდგა, სადაც ქობულეთის ”შუქურამ” ”გაგრას” უმასპინძლა. ნომინალური მასპინძლები პირველ ტაიმში გიორგი ივანიაძისა და ჯაბა გოგიტიძის გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. ამას გარდა, მე-19 წუთზე გიორგი ჩელებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. ”გაგრამ” მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა: ანდრო სოფრომაძემ ანგარიში შეამცირა, თამაზ ლომსაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 74-ე წუთზე ივანე ხაბელაშვილმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა 2:3.

თბილისში, ”შატილის” სტადიონზე ”ნორჩი დინამო” მარტვილის ”მერანს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. 55-ე წუთზე ერთად-ერთი გოლი იაგო დეისაძემ გაიტანა.

ამ მოგებით, ”ვიტ ჯორჯიამ” 15 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ”გაგრა” ლიდერთა სამეულს დაუბრუნდა და ბათუმის ”დინამოსთან” ერთად, 12-12 ქულა აქვს. თუმცა, ბათუმელებმა ერთით ნაკლები თამაში ჩაატარეს. ”ნორჩი დინამო” კი სამეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ქობულეთის ”შუქურამ” დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა და 4 ქულით კვლავ, ბოლო, მე-10 ადგილზეა.