„ვიტ ჯორჯია“ და „რუსთავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩნენ #1TVSPORT
„ვიტ ჯორჯია“ და „რუსთავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩნენ #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფში განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და ცნობილი გახდა ის ორი გუნდი, რომლებიც 2022 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ.


ვიტ ჯორჯია – თბილისი სითი 2:1


გოლები: 1:0 თორნიკე მუზაშვილი (19), 1:1 დიმიტრი ტატანაშვილი (27. პემალტი), 2:1 ზვიად ნაჭყებია (45+1. პენალტი).


ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“, რომელმაც პირველი მატჩი 3:2 მოიგო, ისევ დამაჯერებლად ითამაშა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა. 79-ე წუთზე ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა – მოედანი კონფლიქტისთვის მასპინძელმა ლევან ბარაბაძემ და „სითის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა დატოვეს. თამაში ამის გამო 5 წუთი შეწყდა.

რეალურად, სამივე გოლი პენალტით გავიდა. მე-19 წუთზე თორნიკე მუზაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე მაინც ზუსტად დაარტყა. 27-ე წუთზე „სითის“ თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 45+1-ე წუთზე ისევ პენალტი დაინიშნა, რომელიც „ვიტ ჯორჯიას“ შემტევმა 2:1 ზვიად ნაჭყებიამ უნაკლოდ შეასრულა და „ვიტ ჯორჯიამ“ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.


კოლხეთი 1913 – რუსთავი 1:1 (0:0 ძირითადი დრო)


გოლები: 0:1 გიორგი კურმაშვილი (100), 1:1 თამაზ შალიკაშვილი (110)


ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ძირითადი დრო ისევე დასრულდა, როგორც პირველი შეხვედრა – 0:0 დამატებულ დროში, მე-100 წუთზე გიორგი კურმაშვილმა „რუსთავი“ დააწინაურა, მაგრამ 104-ე წუთზე „რუსთავის“ ნახევარმცველს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. ფოთელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 110-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თამაზ შალიკაშვილმა თავი დაახვედრა და ანგარიში გაათანაბრა 1:1, ამ ანგარიშით საბოლოოდ, გამარჯვებული „რუსთავი“ გახდა (გასვლაზე გატანილი გოლის წესი სეზონსი წინა დებულებაში იყო დატოვებული) და ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვეს.