ვიტ ჯორჯია ამჯერად გადარჩა
ვიტ ჯორჯია ამჯერად გადარჩა

თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე აუტსაიდერთა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბოლოადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ (18 ქულა) მეცხრეადგილოსანი ბოლნისის „სიონი“ (31 ქულა) მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

 

ეს მატჩი „ვიტ ჯორჯიასთვის“ დანარჩენ აუტსაიდერებთან დაწევის ბოლო შანსი იყო – წაგების შემთხვევაში, ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ეროვნულ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

 

ბოლნისელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და მოგება შეეძლოთ, მაგრამ შანსი გოლად ვერ აქციეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა 0:0.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შემდეგ „ვიტ ჯორჯიამ“ 19 ქულა დააგროვა და ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ საამისოდ, დარჩენილი ხუთი შეხვედრა უნდა მოიგოს.