„ვისლამ“ გიორგი მერებაშვილის გოლით მოიგო
„ვისლამ“ გიორგი მერებაშვილის გოლით მოიგო

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გოლი პირველად გაიტანა და საკუთარ გუნდს, პლოცკის „ვისლას“ სამი ქულა მოუტანა.

პლოცკელებმა საკუთარ სტადიონზე „ლოძს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 75-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ვისლას“ ქართველმა ლეგიონერმა სტუმართა კარი აიღო და პლოცკელებმა 2:1 გაიმარჯვეს. მერებაშვილმა „ვისლას“ ძირითად შემადგენლობაში შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. პოლონური მედიის ცნობით, 33 წლის ქართველი შემტევი გუნდში გამორჩეული იყო.

ეს პოლონეთის მეშვიდე ტურში გატანილი მეორე ქართული გოლია. წინა დღეს, დავით სხირტლაძემ „არკას“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გაიტანა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

19/20 | Giorgi Merebashvili i zwycięski gol w meczu z ŁKS-em Łódź

⚽ #WPŁŁKS | Setny występ w barwach Wisła Płock zwieńczony zdobyciem zwycięskiej bramki? Przed Państwem Giorgi Merebashvili! Zobaczcie trafienie Gruzina na wagę trzech punktów w meczu z ŁKS Łódź – Łódzki Klub Sportowy! 💣💥🔥

Posted by Wisła Płock on შაბათი, 31 აგვისტო, 2019