ვიშეგრადის ჯგუფმა ვარშავასა და თელ-ავივს შორის დაძაბულობის გამო, ისრაელში შეხვედრა გააუქმა
ვიშეგრადის ჯგუფმა ვარშავასა და თელ-ავივს შორის დაძაბულობის გამო, ისრაელში შეხვედრა გააუქმა

ვიშეგრადის ჯგუფმა ისრაელში დაგეგმილი შეხვედრა ვარშავასა და თელ-ავივს შორის არსებული დაძაბულობის გამო გააუქმა.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერები ისრაელელ კოლეგებთან შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამიტის დატოვების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებები რასისტული იყო.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 17 თებერვალს თქვა, რომ „პოლონელები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ“ და „ანტი-სემიტიზმს დედის რძიდან იღებდნენ“. საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს.