ვისენტე დელ ბოსკემ ლიგის ფინალის ანგარიში იწინასწარმეტყველა
ვისენტე დელ ბოსკემ ლიგის ფინალის ანგარიში იწინასწარმეტყველა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, რომლის ხელმძღვანელობითაც „სამეფო კლუბმა“ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკუთარი პროგნოზი გააკეთა 26 მაისს, კიევში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „რეალი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან.

„რეალი“ ევროპის საუკეთესო გუნდია. ვერ ვხედავ „ლივერპულის“ შემადგენლობაში ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც მადრიდელთა ძირითადში ვინმეს შეცვლა შეეძლოს. ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ, მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი უკეთესები არიან, ვიდრე მოჰამედ სალაჰი. ჩემი პროგნოზით, „რეალი“ 4:1-ს მოიგებს“, – ასეთია 67 წლის სპეციალისტის წინასწარმეტყველება.

დატოვე კომენტარი