ვის ზარს ელის არველაძე - შოთას „კაისერისპორის“ ჩაბარება შესთავაზეს
ვის ზარს ელის არველაძე - შოთას „კაისერისპორის“ ჩაბარება შესთავაზეს

სუპერლიგის კლუბი „კაისერისპორის“ მთავარი მწვრთნელის, სამეტ აიბაბას გაშვების შემდეგ მის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს, ერთი მათგანი კი შოთა არველაძეა, – ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ ავრცელებს.

წერილში სათაურით „შოთა ბრუნდება თურქეთში?“ საუბარია „კაისერისპორის“ დირექტორთა საბჭოს სურვილზე და ქართველი სპეციალისტის კონკურენტზე.

სამეტ აიბაბას გაშვების შემდეგ, „კაისერისპორის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი უცხოელ მწვრთნელს მიანდოს. დირექტორთა საბჭომ უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა გადაწყვიტა. განხილულ კანდიდატებს შორის არის შოთა არველაძეც, რომელიც ადრე იყო „კაისერისპორის“ მწვრთნელი“, – წერს გამოცემა.

მეორეს მხრივ, „საბაჰის“ ცნობით, კანდიდატებს შორის რუმინელი მწვრთნელი დენ პეტრესკუ არის. ამავე დროს, რუმინეთის მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ „კაისერისპორის“ ხელმძღვანელები დენ პეტრესკუს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „ალკმაარის“ მწვრთნელის თანაშემწედ, მუშაობდა „კაისერისპორში“, „ქასიმფაშაში“, „ტრაპიზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბსა“ და ტაშკენტის „პახტაკორში“. მას თურქეთსა და ნიდერლანდებში იწვევენ, მაგრამ ჯერ უცნობია, ვის ზარს ელის შოთა არველაძე.