ვის ერგო ბუნუსი ლას ვეგასში გამართულ ბოლო „ქარდზე“
ვის ერგო ბუნუსი ლას ვეგასში გამართულ ბოლო „ქარდზე“

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო „ქარდზე“ (UFC Vegas 10) გულშემატკივარმა რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება იხილა.

დღის საუკეთესო ბრძოლად მიშელ ვოტერსონისა და ანჯელა ჰილის დაპირისპირება დასახელდა. ორივე მებრძოლმა ბონუსის სახით 50 000 აშშ დოლარი მიიღო.

ბონუსი ერგო პრომოუშენის დებიუტანტ კევინ კრუმს. მან რუზველტ რობერტსი ბრძოლის დასაწყისში (პირველი რაუნდის 31-ე წამზე) ეფექტური მომგუდავი ილეთით დაამარცხა 50 000 აშშ დოლარი მიიღო.

ბონუსი ასევე ერგო მაროკოელ ოტმან აზაიტარს, რომელმაც ქამა ვორთი ასევე პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აზაიტარი დაუმარცხებლად ასპარეზობს. მას კარიერაში 13 გამარჯვება აქვს.