ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელ ქარდზე
ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელ ქარდზე

UFC Vegas 19 გულშემატკივარს არაერთი ეფექტური ნოკაუტით დაამახსოვრდება. პრომოუშენმა დღევანდელ ქარდზე საუკეთესო პერფორმანსისთვის სულ 4 ბონუსი გასცა.

დამატებით 50 000 დოლარი გადაეცათ მთავარი ბრძოლის გამარჯვებულ დერიკ ლიუსს, ასევე კრის დაუკაუსს, რომელმაც ალექსეი ოლენიკი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბონუსი დაიმსახურა ასევე ტომ ასპინალმა, რომელმაც ვეტერან ანდრეი არლოვსკის მომგუდავი ილეთით სძლია და უკანასკნელი ბონუსი პრომოუშენმა კანადელ აიემან ზაჰაბის გადასცა, რომელმაც დრაკო როდრიგეზს ნოკაუტით მოუგო.