ვირუსის გამო ბუდუ ზივზივაძე განაცხადში ვერ მოხვდა - „კარლსრუემ“ „პადერბორნთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ვირუსის გამო ბუდუ ზივზივაძე განაცხადში ვერ მოხვდა - „კარლსრუემ“ „პადერბორნთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ „პადერბორნთან“ გასვლით შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა, მისმა გუნდმა კი მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.

21-ე წუთზე „კარლსრუეს“ კარში გოლი სირლორდ კონტეჰიმ გაიტანა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 26-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლის გატანა იგორ მატანოვიჩმა მოახერხა.

სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე „კარლსრუე“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონაში მყოფ „დიუსელდორფს“ ცხრა ქულით ჩამორჩება.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზივზივაძე ავადმყოფობს და რამდენიმე ვარჯიშის გაცდენაც მოუწევს. „ჯეო თიმის“ ცნობით კი, ბუდუ სამატჩო განაცხადიდან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ამოვარდა, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა.