„ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა - შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT
„ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა - შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრა თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „კრემონასთან“ ჩაატარა და 83:93 დამარცხდა.

იტალიის Lega A-ში ბოლონიელთათვის ეს პირველი მარცხი იყო, მანამდე „ვირტუსს“ ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული. ქართველი კალათბურთელის გუნდი შეხვედრას კარგად იწყებდა, პირველი მეოთხედი ორი ქულითაც მოიგო, მაგრამ „კრემონამ“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც ცხრა ქულით მოიგო. მეორე ტაიმში „ვირტუსმა“ სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 2 შედეგიანი პასი და 1 მოხსნა დააგროვა. ქულათა მაჩვენებლით ის თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოქტომბრის თვეში Lega A-სა და ევროლიგის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ დაასახელეს.