ვირტუმ და მოირმა ოქრო მსოფლიო რეკორდით მოიგეს (ვიდეო)

ფიგურულ ციგურაობაში ცეკვების ტურნირი დასრულდა. თავისუფალი პროგრამა მსოფლიო რეკორდით (123.35 ქულა) მოიგეს ფრანგებმა – გაბრიელა პაპადაკისმა და გიიომ სიზერონმა, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონები კანადელები – ტესა ვირტუ და სკოტ მოირი გახდნენ. თავისუფალ პროგრამაში მათ 122.40 ქულა აიღეს, ჯამში კი 206.07 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ვირტუ და მოირი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

პაპადაკისი და სიზერონი 205.28 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ. ბრინჯაო აიღეს ამერიკელებმა – მაია შიბუტანიმ და ალექს შიბუტანიმ.

კანადას მედლების ჩათვლაში უკვე რვა ოქრო აქვს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე