ვირჯილ ვან დეიკი, სავარაუდოდ, ამ სეზონში ვერ ითამაშებს

12:58, 18.10.2020

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი სრულად გამოტოვოს. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა „ევერტონთან“ მატჩის (2:2) დროს, – წერს გაზეთი „დეილი მეილი.

შეხვედრის მეექვსე წუთზე „ევერტონის“ მეკარემ ჯორდან პიკფორდმა ვან დეიკი საჯარიმოში წააქცია. ნიდერლანდელმა სცადა თამაშში დაბრუნება, მაგრამ მე-11 წუთზე ის ჯო გომესმა შეცვალა.

აღნიშნული ტრავმის მკურნალობას, როგორც წესი, ექვსი-შვიდი თვე სჭირდება, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ვან დეიკი ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.

მსგავსი