ვირჯილ ვან დეიკი ევრო 2020-ზე არ ითამაშებს #1TVSPORT
ვირჯილ ვან დეიკი ევრო 2020-ზე არ ითამაშებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა გამოაცხადა, რომ ვერ ითამაშებს ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე. 29 წლის ფეხბურთელი კვლავაც აღდგენით კურსს გადის ოპერაციის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში ჩაუტარდა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო.

„შვიდი თვის წინ მივიღე ტრავმა და უკან დასაბრუნებელი გზა ძალიან გრძელი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიარო წინ. საქმეები კარგად მიდის, რეციდივი არ მქონია. ამ მომენტისთვის უნდა მივიღო გადაწყვეტილება: ვითამაშო თუ არა ევროზე. ყველა გარემოებისა და ჩემი ფიზიკური შეგრძნებების გათვალისწინებით, მივიჩნიე, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება ტურნირის გამოტოვება და სეზონებს შორის შესვენებისას რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის გავლა. კონცენტრირებული ვიქნები კლუბთან ერთად მომზადებაზე და ეს არის ყველაზე რეალური მიზანი“, – განაცხადა ვან დეიკმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.