ვირჯილ ვან დაიკმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
ვირჯილ ვან დაიკმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

ვირჯილ ვან დაიკმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ნიდერლანდელი მცველი კლუბში 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ მერსისაიდელთა ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა ამ გუნდის კაპიტნობა. ყველაფერი გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული სეზონი გვქონდეს. სტაბილურობა კლუბისთვის მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ“, — განაცხადა ვან დაიკმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან.

32 წლის მცველმა „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა ტიტულები მოიგო. ნიდერლანდელს გუნდის მაისურით 314 მატჩი აქვს ჩატარებული.