ვიქტორია აზარენკას შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს
ვიქტორია აზარენკას შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს

ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბელარუს ვიქტორია აზარენკას, საკუთარ ვაჟზე მეურვეობის უფლება ჩამოართვა, – წერს „მეტროპოლიტენ ნიუს ენტერპრაიზი“ (Metropolitan News-Enterprise). ახლა, პატარა ლეო-ალექსანდერის მეურვეობის საკითხს ამერიკული სასამართლო გადაწყვეტს.

2017 წლის ივლისში, 28 წლის აზარენკამ გაწყვიტა ურთიერთობა ბავშვის მამასთან, ბილი მაკეგთან. შვილის მეურვეობაზე სასამართლო გარჩევების გამო, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში დაიწყო, ჩოგბურთელმა ძალიან ბევრი მსხვილი ტურნირი გამოტოვა.

2018 წლის იანვარში, ლოს ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ აღიარა ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბიჭის ძირითად მეურვედ ცხადდება აზარენკა და ლეო-ალექსანდერს შეუძლია მინსკში ცხოვრება.

მაგრამ, ბილი მაკიგმა აპელაციით მიმართა კალიფორნიის სასამართლოს, რომელმაც გაარკვია, რომ ბავშვის მამა არ იყო სათანადოდ ინფორმირებული მინსკში გამართულ სხდომაზე. მოწვევა მას მინსკის მისამართზე გაეგზავნა, მაგრამ მაკიგი არ იმყოფებოდა ბელარუსში.

მამის არყოფნა მინსკში სასამართლოზე მიიჩნევა ბავშვებზე მეურვეობის უფლებათა იურისდიქციისა და დაცვის ერთიანი კანონის დარღვევად. ამიტომაც, მეურვეობის შესახებ საქმეს სასამართლო ხელმეორედ განიხილავს.