„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.
როგორც ტელეკომპანია ESPN-ი წერს, ფრანგ კალათბურთელს მარჯვენა მხარის ვენების ღრმა თრომბოზი აღმოუჩინეს.
ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, „სპურსში“ ამ პრობლემას ერთეულ შემთხვევად მიიჩნევენ, რომელმაც არ უნდა შეაფერხოს მომავალში ვემბანიამას კარიერა.
ამ სეზონში 21 წლის ვემბანიამა საშუალოდ მატჩში 24.3 ქულას, 11.0 მოხსნასა და 3.8 დაფარებას აგროვებდა.