ვიქტორ ვემბანიამამ იდეალური ხუთეული შეადგინა #1TVSPORT

04:25, 29.09.2025

„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ვიქტორ ვემბანიამამ ინტერნეტ-არხის LOL Network-ის თხოვნით დაასახელა ის კალათბურთელები, რომლებსაც, მისი აზრით, შეუძლიათ შეადგინონ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის იდეალური სასტარტო ხუთეული.

ფრანგი კალათბურთელის აზრით, იდეალური შემადგენლობა უნდა დააკომპლექტონ შემდეგმა მოთამაშეებმა: სტეფენ კარი, მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, ტიმ დანკანი და შაკილ ო’ნილი.

მსგავსი