ვიქტორ ვემბანიამა ევრობასკეტზე არ ითამაშებს #1TVSPORT
NEW YORK, NEW YORK - JUNE 21: Victor Wembanyama speaks onstage during Fanatics Fest NYC 2025 at Javits Center on June 21, 2025 in New York City. (Photo by Slaven Vlasic/Getty Images)
საფრანგეთის ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-სთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
სიაში ვერ მოხვდა „სან ანტონიო სპურსის“ ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა. ამის მიზეზი ის არის, რომ NBAის ვარსკვლავი კონცენტრირებულია შემდეგი სეზონისთვის მომზადებაზე. შეგახსენებთ, რომ ვემბანიამამ ვერ დაასრულა გასული სეზონი მარჯვენა მხარზე აღმოჩენილი თრომბოზის გამო.
ევრობასკეტზე საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში ითამაშებს პოლონეთთან, ბელგიასთან, ისრაელთან, ისლანდიასა და სლოვენიასთან ერთად.
