ვიქტორ ვემბანიამა აგვისტოს სანაკრებო ფანჯრისას საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარება #1TVSPORT
„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ვიქტორ ვემბანიამამ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩების წინ საფრანგეთის ნაკრების შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა L’Equipe-მა.
აგვისტოში საფრანგეთის ნაკრები შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე L ჯგუფში ორ შეხვედრას გამართავს: 27 აგვისტოს მიიღებს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი სტუმრად შეხვდება შვედეთს. საფრანგეთმა კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ხუთი შეხვედრა მოიგო და ერთხელ დამარცხდა.