„სან ანტონიოს“ ცენტრმა, ვიქტორ ვემბანიამამ დაადასტურა თავისი განზრახვა, ითამაშოს საფრანგეთის ნაკრებში 2025 წლის ევრობასკეტზე.
ვემბანიამამ საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არ შეიქმნება, ის დაეხმარება ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე.
„ვემბანიამამ დამარწმუნა, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში ექნება, ის ევრობასკეტი 2025-ზე ჩვენ გვერდით იდგება. გაგვიმართლა, რომ ის არის ნათელი გონების მქონე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ფიქრობს ფრანგულ კალათბურთზე და მის განვითარებაზე“, – განაცხადა საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან-პიერ ჰანკლერმა.
2025 წელს ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება.