ვიქტორ ტროიცკიმ საჩოგბურთო მატჩი - 6:1, 5:1, 40:15-ის შემდეგ წააგო
ვიქტორ ტროიცკიმ საჩოგბურთო მატჩი - 6:1, 5:1, 40:15-ის შემდეგ წააგო

მსოფლიოს ყოფილმა მე-12 ჩოგანმა, სერბმა ვიქტორ ტროიცკიმ, რომელიც, ამჟამად, 259-ე ადგილზეა კლასიფიკაციაში, უცნაურად წააგო მატჩი გერმანიის ქალაქ ჰეიოლბრონში გამართულ „ჩელენჯერზე“.

სერბი დაწინაურებული იყო – 6:1, 5:1 და 40:15 და ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ დამარცხდა უნგრელ ატილა ბალაშთან – 6:1, 6:7(4), 3:6.

„ტვიტერის“ მომხმარებლებმა საკუთარ კომენტარებში ეჭვი შეიტანეს მატჩის მონაწილეთა პატიოსნებაში. „სერბული მაფია!“ – ეწერა ერთ-ერთ კომენტარში.

2011 წელს, ტროიცკი მე-12 ადგილზე იყო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში. მას კარიერაში სამი ტურნირი აქვს მოგებული.