ვიქტორ სანიკიძე - ახალ მწვრთნელთან ყველაფერი შეთანხმებულია, ველით მისი კლუბის თანხმობას #1TVSPORT
ვიქტორ სანიკიძე - ახალ მწვრთნელთან ყველაფერი შეთანხმებულია, ველით მისი კლუბის თანხმობას #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის შემცვლელზე.

მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია სერბ სპეციალისტთან, ალექსანდრ ჯიკიჩთან. თუმცა გამოცემა „ევროჰუპსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კლუბი – იერუსალიმის „ჰაპოელი“, რომელთანაც ჯიკიჩს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მწვრთნელის ნაკრებში დანიშვნის წინააღმდეგია.

ცხადია, ეს პუბლიკაცია იცოდა ფედერაციის პრეზიდენტმა და სიტუაციაში გასარკვევად თავად მწვრთნელსაც ესაუბრა. ამის შემდეგ კი საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:

„ილიას ზუროსის შემცვლელთან, ალექსანდრ ჯიკიჩთან შეთანხმება მიღწეულია. ისევე როგორც ჩვენ, მასაც თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს. დარჩენილია მხოლოდ კლუბის თანხმობა“.