ვიქტორ ოსიმენს სურს, კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენს სურს, კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს #1TVSPORT

ნიგერილ თავდამსხმელს, ვიქტორ ოსიმენს სურს, საფეხბურთო კარიერა მომავალი სეზონიდან ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Il Matino ავრცელებს.

ოსიმენი „ნაპოლის“ ფეხბურთელია და იჯარის წესით მიმდინარე სეზონს თურქულ „გალათასარაიში“ ატარებს, თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბი მას ვერ გამოისყიდის.

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლიში“ მუშაობდა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი მის სახელსაც უკავშირდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა „გალათასარაის“ შემადგენლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.