ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა აირჩია კლუბი, რომელშიც ისურვებდა კარიერის გაგრძელებას. ნეაპოლური გაზეთის Il Mattino-ს ცნობით, ოსიმენს სურს „იუვენტუსში“ გადასვლა, სადაც 2023 წლიდან მუშაობს კრისტიანო ჯუნტოლი. ეს უკანასკნელი მანამდე სპორტული დირექტორი იყო „ნაპოლიში“ და ახლა, ოსიმენს სურს მასთან ხელმეორედ თანამშრომლობა.
თუმცა, ამ მომენტისთვის არ არსებობს უფრო მეტი კონკრეტიკა ნიგერიელის ტურინულ კლუბში სავარაუდო გადასვლის შესახებ.
დღეს ვიქტორ ოსიმენი იჯარის წესით „გალათასარაიში“ თამაშობს, რადგან „ნაპოლიმ“ ვერ შეძლო მისი გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ნიგერიელზე ერთ-ერთ პრეტენდენტად სახელდება „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება ფორვარდის შეძენას.