ვიქტორ ოსიმენით „ბარსელონა“ ინტერესდება #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენით „ბარსელონა“ ინტერესდება #1TVSPORT

„ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს, რადგან რობერტ ლევანდოვსკი 21 აგვისტოს 37 წლის გახდება და მთელი სეზონი მხოლოდ მასზე დაყრდნობა „ბარსელონას“ გაუჭირდება. კატალონიელები მისი შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ვიქტორ ოსიმენს განიხილავენ.

Corriere dello sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ ოსიმენის სიტუაციას აკვირდება და ნელ-ნელა მის მიმართ ინტერესს ზრდის.

26 წლის ფორვარდი ამჟამად იჯარის წესით „გალათასარაიში“ თამაშობს, ზაფხულში კი „ნაპოლიში“ დაბრუნება მოუწევს, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

ოსიმენმა მიმდინარე სეზოში „გალათასარაის“ მაისურით თურქეთის სუპერლიგასა და ევროპა ლიგაზე 29 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.