ვიქტორ ოსიმენის შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ლონდონის „არსენალს“ 27 წლის ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის თავის რიგებში დამატება სურს, – ინფორმაციას Foot Mercato-ს რეპორტიორი სებასტიან დენისი ავრცელებს.
ჟურნალისტის მტკიცებით, „მეზარბაზნეებმა“ აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და „გალათასარაის“ ხელმძღვანელობასთან თავდაპირველი კომუნიკაციაც შედგა. პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებული გარიგების დასრულებას აგვისტოს ბოლომდე შეეცდება.
ოსიმენის გადაბირებისთვის, „არსენალის“ გარდა, სხვა კლუბებიც იბრძვიან, მათ შორის არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“.
ნიგერიელი შემტევი „გალათასარაის“ 2024 წელს შეუერთდა.