ვიქტორ ოსიმენის მიზანი ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენის მიზანი ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაა #1TVSPORT

ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის ლიგის კლუბებს მოახსენეს, რომ ზაფხულში ფეხბურთელის მიზანი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა იქნება, – ინფორმაციას TBRFootball-ი ავრცელებს.

„ნაპოლის“ საკუთრებაში მყოფი 26 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ამჟამად იჯარის წესით თურქულ „გალათასარაიში“ თამაშობს და გუნდთან ერთად თურქეთის ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვის.

როგოგრც წყარო გვაუწყებს, ოსიმენი მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი მომდევნო სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ოსიმენმა 30 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.