ვიქტორ ოსიმენი - „ნაპოლიში“ დარჩენა მსურს, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი არაა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი - „ნაპოლიში“ დარჩენა მსურს, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი არაა #1TVSPORT

ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში დარჩენა სურს. ნიგერიელმა ასევე ძალიან თბილად ისაუბრა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ, რომელიც „პარტენოპეიდან“ მიდის.

„ის არის შესანიშნავი მწვრთნელი და ასევე ბრწყინვალე ადამიანი. სპალეტი იყო ჩვენი გამარჯვების არქიტექტორი. (იცინის) მისი მომზადებული ყავა კი საუკეთესოა მსოფლიოში.

ჩემპიონთა ლიგის მოგება „ნაპოლისთვის“ შეუძლებელი არაა. დარჩენა ძალიან მსურს, მაგრამ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ოსიმენმა.

ნიგერიელი 26 გოლით სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისით ევროპის არაერთი გრანდია დაინტერესებული.