ვიქტორ ორბანი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული
ვიქტორ ორბანი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგია ოთხ საყრდენს ეფუძნება – რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს იარაღით; რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთს და მისი ხელმძღვანელობის დესტაბილიზაციას მოახდენს; რომ სანქციები უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას და რომ მსოფლიო დადგებოდა ევროპის მხარდასაჭერად.

ორბანის თქმით, სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ევროპაში მთავრობები „დომინოსავით იშლება“, ენერგეტიკული ფასები გაიზარდა და ახლა საჭიროა ახალი სტრატეგია.

„ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომლის ოთხივე საბურავი დაზიანებულია: სრულიად ნათელია, რომ ომი ამ გზით ვერ იქნება მოგებული. უკრაინა ვერასდროს მოიგებს ომს ამ გზით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის არმიას აქვს ასიმეტრიული დომინირება. ვინაიდან რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სურს, ეს ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.