ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ, კეთილი სურვილები გამოვხატო საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განვითარება, რომლებიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, ჩვენი ერების ინტერესებს ემსახურება. გარწმუნებთ, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის“, – აღნიშნულია წერილში.