ვიქტორ ორბანი - ევროპაში ლიბერალები თავისუფლების მტრები გახდნენ
ვიქტორ ორბანი - ევროპაში ლიბერალები თავისუფლების მტრები გახდნენ

ევროკავშირის ორი ცივილიზაცია იქნება, ერთი დასავლეთში, შერეული მუსლიმურ-ქრისტიანული და მეორე ცენტრალურ ევროპაში – ტრადიციული, ევროპული, – ამის შესხებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა 2019 წლის მაისში დაგეგმილ ევროკავშირის არჩევნებზე მთავარ ამოცანად ანტიიმიგრაციული უმრავლესობის არჩევა დაასახელა.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი პოლიტიკური საკითხი ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებია. უნგრელების 52% ფიქრობს, რომ ევროკავშირის მთავარი გამოწვევა იმიგრაციაა. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ ვისთან ერთად გვსურს ცხოვრება მომავალში. ევროპაში მივაღწიეთ წერტილს, როდესაც ლიბერალები თავისუფლების მტრები გახდნენ“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ვიქტორ ორბანი პოლონეთ-იტალიის პროექტს მიესალმა, რომელიც ანტიიმიგრაციული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.