ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბას“ მილსადენით
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბას“ მილსადენით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბა-ის“ მილსადენით.

ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიმართულ წერილში განმარტა, რომ უნგრეთი თავდაპირველად არ ეწინააღმდეგებოდა გადაწყვეტილებას 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ, იმ გაგებით, რომ სესხი გავლენას არ მოახდენდა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე, თუმცა, ორბანის თქმით, „უახლოესმა მოვლენებმა“ აიძულა, პოზიცია შეეცვალა.

უნგრეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან უკრაინა პოლიტიკური მოტივით და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით უარს აცხადებს უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის განახლებაზე.

ორბანმა ეს „მტრობის აქტად“ შეაფასა, რომელიც უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.