ვიქტორ ოლადიპოსთვის სეზონი დასრულდა

00:02, 25.01.2019

ინდიანა პეისერსისთვის ტორონტოსთან მოგებული მატჩი ზეიმის საბაბს ნამდვილად არ იძლევა. ვიქტორ ოლადიპოს ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე გამოდგა. პეისერსის ლიდერმა მუხლში მყესები გაიწყვიტა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

ნბა-ს მოთამაშეებმა ოლადიპო გაამხნევეს და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვეს. კალათბურთელი უახლოეს პერიოდში მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს და აქტიურ სპორტს სავარაუდოდ 2019-2020 წლის სეზონისთვის დაუბრნდება.

მსგავსი