„ინდიანას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოლადიპომ უმძიმეს ტრავმა მიიღო. „პეისერსის“ 26 წლის გამთამაშებელმა „ტორონტოსთან“ მოგებულ მატჩში მუხლი დაიზიანა და აქტიურ სპორტს სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა.
ეს რა თქმა უნდა როგორც „ინდიანას“ გულშემატკივრებისთვის, ასევე თავად სპორტსმენისთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ოლადიპო თავისთვის მძიმე პერიოდს მოტივირებული შეხვდა.
ვიქტორმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვრცელი სტატუსი დაწერა – „ეს არ იქნება იოლი, თუმცა დროა ჩემი ნიჭი და პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინო. მე დავბრუნდები კიდევ უფრო უკეთესი“.