ვიქტორ იუშჩენკო - ვლადიმერ პუტინმა ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია
ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ის ჯერ არ მოუგია, – ამის შესახებ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო სამი დღეა, ჩვენი სამხედროების წარმატება იმედისმომცემია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ. ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთის პოზიცია ომთან მიმართებით გადაიხედება და მოხდება უფრო დიდი მობილიზაცია.
იუშჩენკოს შეახსენეს 2016 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ უკრაინა წააგებდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს ექსპრეზიდენტი ახლა. „ჩვენ მოვიგებთ“, – უპასუხა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.